დუდუჩავა როლანდ ვალერიანის ძე (დ. 12. II. 1945, თბილისი), მათემატიკოსი. მათ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1989).
დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1968), 1970-იდან მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1973–2004 – თსუ-ის გამოყენებითი მათ. და მექანიკა-მათ. ფაკ-ტებზე, 2002-იდან – ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტში მათ. ფიზიკის განყ-ბის გამგეა.
1993–2004 იყო მიწვეული პროფესორი გერმანიის სხვადასხვა უნ-ტში, 2004–07 დიფერენციალური გეომეტრიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელია ზაარლანდის (ზაარბრიუკენი, გერმანია) უნ-ტში. 2007–09 მუშაობდა ევრო-კავკასიურ ქართ.- გერმ. უნ-ტში. თანამშრომლობს რენეს (საფრანგეთი), ავეიროს (პორტუგალია), ამსტერდამის (ჰოლანდია), სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) და სხვ. უნ-ტებთან.
2000–02 სამეცნ. კონტრაქტით მუშაობდა აეროკოსმოსურ ფირმასთან „დორნიე" (დაიმლერ-კრაისლერი). მინიჭებული აქვს საპატიო პროფესორი-მერკატორის წოდება და გერმანიის სამეცნ. საზ-ბის ჰუმბოლდტის პრიზი (2002). არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი.
1997–2001 და 2009-იდან აირჩიეს საქართვ. მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტად. დ-ს სამეცნ. ინტერესების სფეროებია: სასაზღვრო ამოცანები კერძოწარმოებულიანი დიფერენც. განტოლებებისათვის, ინტეგრალური განტოლებები, დრეკადობის თეორიის და ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების ამოცანები, ბოლცმანის არაწრფივი განტოლებები.
თხზ.: Integral equations with fixed singularities, Lpz., 1979; On multidimensional singular integral operators, «Journal of Operator Theory», 11, 1984: I. The half-space case, pp. 41–76; II. The case of manifolds, pp. 199–214; Asymptotics without logarithmic terms for crack problems, «Communications in Partial Differential Equations», 28, 2003, (თანაავტ.: M. Costabel, M. Dauge).