„დროება“

„დროება“ ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალისტ-ფედერალისტური მიმართულებისა.

გამოდიოდა თბილისში 1908–10. რედ.-გამომცემლები – ი. სოზიაშვილი (№1–24), ი. აგლაძე (№25-იდან), შემდგენელი – ი. მჭედლიშვილი.

გაზეთში იბეჭდებოდა პოლიტ.- ეკონ., საერთაშ. მიმოხილვები, წერილები, აგრეთვე ა. ჯორჯაძის, კ. აბაშიძის, დ. ახვლედიანის, ს. შანშიაშვილის, ი. გრიშაშვილის, დ. მეტრეველის, დუტუ მეგრელის, ნ. ლორთქიფანიძის და სხვა ქართვ. მწერალთა თხზულებები, საზღვარგარეთელი და რუსი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები.

გაზეთი გამოსცემდა „დროების" ყოველკვირეულ სურათებიან დამატებას.

1908 გამოვიდა „დროების კალენდარი".

ლიტ.: კ ა კ ი ა შ ვ ი ლ ი გ., მხატვრული ლიტერატურა გაზეთ „დროებაში" (1908–1910 წწ.), კრ.: ნარკვევები მეოცე საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბ., 1974.

                                                                                                                                                                      ი. ლორთქიფანიძე