კვირაია შოთა ოთარის ძე

კვირაია შოთა ოთარის ძე (5. VI. 1952, სენაკი, – 10. I. 2011, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაამთავრა სპი-ის სამშენებლო (1977) და თსუ-ის იურიდ. (1987) ფაკ-ტები. 1977–90 მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1992 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. იყო საქართვ. რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილე (1992), საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავ-რის I მოადგილე (1992–93), შს მინისტრი (1993–95), საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრი (1995–97). 1997-იდან ცხოვრობდა რუსეთში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1995).

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

მ. გოგიტიძე