კვირაცხოვლისქედი, მთა გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე, მდ. თეძმის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 2476 მ. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. კ-ის კალთები შემოსილია ალპ. და სუბალპური მდელოებით. კალთების ქვედა სარტყელში ფოთლოვანი ტყეა.
ც. ვაშაკიძე