კვირიკე, XI ს. I ნახევრის მშენებელი ოსტატი, ზემო კრიხის ეკლესიის (ქვემო რაჭა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) კარიბჭის მშენებელი. სამხრ. სარკმლის სათაურის მარჯვნივ მოთავსებული იყო ქვა ნუსხახუცური წარწერით, სადაც მოიხსენიებოდა კ. კარიბჭე, რ-იც შემკული იყო ფრიად მდიდრული ჩუქურთმებით, XI ს. I ნახევრის ქართ. ხუროთმოძღვრული დეკორის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა.
ეკლესია დაინგრა 1991 მიწისძვრის შედეგად, აღდგენილია 2008–09.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.