კვირიკე IV, კახეთ-ჰერეთის მეფე 1034–1102 (ან 1104). მისი მეფობის უკანასკნელ წლებში დავით აღმაშენებელმა დაიწყო ბრძოლა კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. 1101 მან კ. IV-ს ზედაზნის ციხე წაართვა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.