კვირიკეწმინდა (1933–90 – კორტი), სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ველევის თემი). რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ხოტეურის (კრიხულის მარცხ. შენაკადი; რიონის აუზი) ხეობაში. ზ. დ. 1040 მ, ამბროლაურიდან 8 კმ. 34 მცხ. (2014).
სოფლის თავდაპირველი სახელწოდება (კვირიკეწმინდა) წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII–XIV სს-ით დათარიღებული ლაბეჭინის სახარების ერთ-ერთ მინაწერში. სოფლის ჩრდ.-დას-ით, 300-ოდე მ დაშორებით, დგას X– XI სს. წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია (იხ. კვირიკეწმინდის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია).
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბერაძე თ., რაჭა, თბ., 2004; ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994; მეტრეველი რ., რაჭა. შტრიხები წარსულიდან, თბ., 2013; Georgian Architecture, vol. 6, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 2004.
მ. დვალი