კვირიონი

ოქროსფერი კვირიონი

კვირიონი (Merops), ფრინველთა ქვერიგი ყაპყაპისნაირთა (Coraciiformes) რიგისა. მოიცავს 1 ოჯახის 7 გვარსა და 25 სახეობას. სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს, მასა 50 გ აქვს გრძელი, ქვემოთკენ წახრილი ნისკარტი, მოკლე ფეხები. გავრცელებულია სამხრ. ევროპაში, აზიაში, ჩრდ. აფრიკასა და მადაგასკარზე, ავსტრალიაში. საქართველოში ბუდობს ოქროსფერი კ. (M. apiaster) და მწვანე კ. (M. superciliosus). შემომფრენია. კ-ები ბინადრობენ ღია ადგილებში. ბუდობენ კოლონიებად. დედალი დებს 6–8 კვერცხს, კრუხობს 18–20 დღე. იკვებება მწერებით. ფუტკრებს ანადგურებენ და ზიანს აყენებენ მეფუტკრეობას.

რ. ჟორდანია