კვირტია ავქსენტი (ბაჩო) ბადრის ძე (დ. 8. XI. 1974, ზუგდიდი), მწერალი. 1996 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტის დრამატურგიის ხელოვნების ფაკ-ტი. 2002–03 მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხში“, 2003–05 – გაზ. „ახალი ვერსიის“ კულტურისა და საზოგადოების განყ-ბაში რედაქტორად. პირველი მოთხრობა „ანოფელესი“ გამოაქვეყნა 1994, პირველი პროზაული კრებ. „მატარებლის მოსვლამდე“ – 2007. ავტორია პროზაული კრებულებისა: „მძინარე ციკლოპის ძახილი“ (2011), „ტასმანიური ვეფხვი“ (2013). მიღებული აქვს ლიტ. კონკურსების – „Pen-მარათონის“ (წინანდალი, 2007) და „წეროს“ (2007) – პრემიები; 2008 – ლიტ. პრემია „საბა“, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ კრებულისათვის „მატარებლის მოსვლამდე“, 2011 – გურამ რჩეულიშვილის სახ. ლიტ. პრემია „ალავერდი“ ნომინაციაში „საუკეთესო მოთხრობა“.
2011-იდან არის ქართული Pen-კლუბის წევრი.