კვიტაიშვილი ემზარ დავითის ძე

ე. კვიტაიშვილი 

კვიტაიშვილი ემზარ დავითის ძე (დ. 27. XI. 1935, თბილისი), პოეტი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1969).

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1959). 1960-იდან მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1964 მუშაობა დაიწყო ჟურნ. „ცისკრის“ რედაქციაში ლიტმუშაკად, 1967–74 იყო პროზის განყ-ბის გამგე, 1974-იდან მუშაობა განაგრძო შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში.

პირველი ლექსები 1957 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებ. „გზაში ნათქვამი სიმღერა“ – 1963. ავტორია ლექსების კრებულებისა: „გახსენება“ (1971), „გაზაფხული“ (1973), „ხე ცხოვრებისა“ (1976), „გაზაფხულის ვნებანი“ (1980), „შემოდგომა დამდგარა“ (1984), „ჭადარი შუა ქუჩაში“ (1985), „სიზმარი ვნახე“ (1986), „იკაროსის დაღუპვა“ (1998), „100 ლექსი“ (2011), „შემოდგომის ხიზანი“ (2013), „მწიფობა“ (2018). კ-ს გამოქვეყნებული აქვს მხატვრულ-დოკუმენტური ნარკვევები, ესეები, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. 1981 გამოიცა მისი წერილების, გამოკვლევებისა და მოგონებების წიგნი „შაირია ამად კარგი“, 2008 გამოქვეყნდა „ცხოვრება გვანჯი ჩიქოვანისა“, ხოლო 2015 – „სამსახეობა თამაზ ჩხენკელისა“.

კ. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის (1992), გ. კიკნაძის სახ. (2015), ა. წერეთლის სახ. (2016) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).