კვიტაშვილი გიორგი ვლასის ძე

კვიტაშვილი გიორგი ვლასის ძე [30. IV(13. V). 1902, ლანჩხუთი, – 24. XII. 1979, თბილისი], ინფექციონისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1951), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1928 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1941–45 იყო 47-ე არმიის მთ. ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტი. 1954–79 განაგებდა თსსი-ის ინფექციურ სნეულებათა კათედრას.

კ. იკვლევდა ნაწლავებისა და ვირუსულ-ინფექციურ დაავადებათა კლინიკას და მკურნალობის მეთოდებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: დიფთერია, თბ., 1961; სალმონელოზი, თბ., 1976 (თანაავტ. ს. ჯაფარიძე); მწვავე ინფექციური დაავადებანი, გამოც. მე-2, თბ., 1977 (თანაავტ. დ. სვანიძე).