კვიცარიძე დავით ვასილის ძე (2. V. 1920, ქუთაისი, – 5. XII. 1999, იქვე), მწერალი. II მსოფლიო ომის მონაწილე. 1957-იდან საქართვ. მწერალთა კავშირის ქუთ. განყ-ბის პ/მგ მდივანი. პირველი ლექსი 1947 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – მოთხრობა პარტიზანებზე „ორდიშევის ტყეში“ – 1957, ლექსების პირველი კრებ. „გზა“ – 1959. კ-ს ეკუთვნის მოთხრობების კრებულები: „კოცონი“ (1963), „მოთხრობები“ (1967), „ბილიკი ტყეში“ (1976); რომანები: „სადა ხარ, მარინე“ (1965), „ნდობა“ (1968), „მშვიდობით, უსიერო ტყეებო“ (1973), „ძეგლები მიწას არ ამძიმებენ“ (1977), „მწვანე ქალაქი“ (1978); „ძებნილი“ (1993); პიესები და სხვ. კ-ის თხზულებები თარგმნილია რუს., უკრ., ბელორ., სომხ., აფხაზურ, პოლონურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: როგორ უხმობდა სიკეთე სიკეთეს, ქუთ., 1987; რჩეული, ქუთ., 1995.