კიანეთი, სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვეშის თემი), მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე, ბოლნის–დმანისის საავტ. გზაზე. ზ. დ. 650 მ, ბოლნისიდან 12 კმ. 301 მცხ. (2014).
სოფელში დგას X ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი. იხ. სტ. კიანეთის სამების ეკლესია.