კიარაზი (აფხ. გაერთიანება), შრომითი და თავდაცვითი ორგანიზაციები აფხაზეთში XX ს. დასაწყისამდე. ცალკეული სოფლის გლეხები ქმნიდნენ ურთიერთდამხმარე შრომით ორგანიზაციებს და ერთად გადიოდნენ მოსავლის ასაღებად. მტრის მოსალოდნელი თავდასხმის გამო ისინი შეიარაღებულიც იყვნენ. კ. ეწოდებოდა აგრეთვე მსხვილი ფეოდალის პირადი დაცვისათვის შექმნილ რაზმს, რ-საც დასჯის ფუნქციებიც ეკისრებოდა.
გ. ძიძარია