კიბიში, კიბე, უღელტეხილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. განშტოებაზე, შანისა და შინოს ქედების შემაერთებელ კიბიშის ქედზე, მდ-ების სნოსწყლის და ხდის (თერგის მარჯვ. შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3400 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. კ-ის უღელტეხილის ჩრდ.-დას. კალთაზეა კიბიშის მყინვარი.
რ. შენგელია