კიბიში

კიბიში, ყიბიშა, ხეობის მყინვარი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდ. კალთაზე, მდ. ხდის (თერგის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. ჩრდ. ექსპოზიციის ფართ. 1,93 კმ2. მყინვარის ენა ეშვება 3200 მ სიმაღლემდე. ფირნის საზღვარი გადის 3300 მ-ზე. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მყინვარმა უკან დაიხია.

რ. შენგელია