კიზირია ალვიპ პავლეს ძე

კიზირია ალვიპ პავლეს ძე (21. IX. 1886, თბილისი, – 8. XI. 1940, ბერლინი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (დაახლ. 1915). I მსოფლიო ომის (1914–18) მონაწილე. ომის დროს დაევალა სპარსეთის სამეფო არტილერიის შეკრება. 1920-იდან ცხოვრობდა გერმანიაში და იყო ქართული კოლონიის პრეზიდენტი. როგორც გამოცდილი სპორტსმენი, არჩეული იყო „სოკოლის“ (პრაღის სატანვარჯიშო საზ-ბა) წევრად.

ლ. დოლიძე