კიზირია დოდონა ივანეს ასული

კიზირია დოდონა ივანეს ასული (დ. 21. III. 1938, თბილისი). ფილოლოგი, პოეტი. ინდიანას უნ-ტის (აშშ) პროფესორი. დაამთავრა მოსკოვის საკავშ. კინემატოგრაფიის ინ-ტი; სწავლა განაგრძო ინდიანას უნ-ტში, სადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1972–2012 ასწავლიდა საბჭ. და აღმ. ევროპის კინოს ისტორიასა და თეორიას, XIX და XX სს. რუს. ლიტ-რას, ქართულ ენას. ავტორია ლექსების კრებულებისა: „ლექსები“ (1995, კალიფორნია), „ნაპირები“ (ლექსები, თარგმანები, თბ., 2010). ასევე წიგნისა „მოგონებები“ (თბ., 2018) და სხვ.