კიკვიძე აბელ იასონის ძე

კიკვიძე აბელ იასონის ძე (27. IV. 1905, სოფ. ქვედა შავრა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 2. VI. 1980, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1955). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1965). 1929 დაამთავრა თსუ. 1938-იდან იქვე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში. 1938–40 იყო ისტ. ფაკ-ტის დეკანი, 1940–60 – შეთავსებით მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართველოს ფილიალში უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. კ. იკვლევდა საქართველოს შუა საუკუნეების და ახ. ისტ. საკითხებს. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

თხზ.: გლეხთა აჯანყება კახეთში 1812 წელს, თბ., 1941; დავით აღმაშენებელი, თბ., 1942; მუშათა მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში (1870–1901 წწ.), თბ., 1945; საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954; საქართველოს ისტორია. XIX –XX სს., წგ. 2–3, თბ., 1959–67.