კიკვიძე ვასილ ისიდორეს ძე [28. II (12.III). 1895, ქუთაისი, – 12. I. 1919, ხუტორ ზუბრილოვის მახლობლად (ახლანდ. ვოლგოგრადის ოლქი). დაკრძალულია მოსკოვში], რევოლუციონერი, საბჭოთა პერიოდში აღიარებული იყო სამოქალაქო ომის (1918–20) გმირად. სწავლობდა ქუთ. I კლასიკურ გიმნაზიაში. აქვე ჩაება რევ. მოძრაობაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). იყო მემარცხენე ესერი. 1918 მარტში სარდლობდა საბჭოთა უკრაინის მე-4 არმიას (შემდგომში კიკვიძის მსროლელი დივიზია), რ-მაც რამდენჯერმე დაამარცხა ცენტრ. რადისა და ავსტრია-გერმანიის ჯარები. კ. დაიღუპა ბრძოლის დროს.