კიკიბო, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტში (დერცელის თემი), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1440 მ, ადიგენიდან 19 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 48 კმ. 53 მცხ. (2014). სოფლის მახლობლად, ტყით დაბურულ მთაზე, შემორჩენილია X– XI სს-ის ციხის ნანგრევები.