კიკილაშვილი ნანა გიორგის ასული (დ. 12. VIII. 1962, თბილისი), სპორტსმენი, აკრობატი (ქალთა სამეული). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1980).
დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი (1985). მსოფლიოს (1980) და ევროპის (1980) აბსოლუტური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი ცალკეულ შეჯიბრებებში. მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1981, გამარჯვებული ცალკეულ ვარჯიშებში), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1979–81), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1980–82) და მეორე პრიზიორი (1979), სსრკ მოსწავლეთა XV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1978), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1979). გამოდიოდა სამეულში მ. მნათობიშვილთან და მ. შილაკაძესთან ერთად.