კიკნაველიძე ავთანდილ სერგოს ძე

ა. კიკნაველიძე

კიკნაველიძე ავთანდილ სერგოს ძე (17. VII. 1927, სოფ. საკრაულა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 3. VI. 2008, თბილისი), მოქანდაკე. საქართველოს დამს. მხატვარი (1985). დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკ-ტი (1958). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1960- იდან. ნამუშევრები: „ქალიშვილის პორტრეტი“ (1964), „ლუიზა“ (1965), „მიხაი ზიჩი“ (1966), „ჭაბუკის პორტრეტი“ (1978), „მოჭიდავის პორტრეტი“ (1982), „ბორის პაიჭაძე“ (1995) და სხვ. გამოფენები: საქართველოს ახალგაზრდა მხატვრების (1965, 1966, 1967, თბილისი), ამიერკავკ. რესპუბლიკების ახალგაზრდა მხატვართა ხელოვნება (1971, მოსკოვი), თანამედროვე ქართული ქანდაკება (1974, თბილისი), ქართული სახვითი ხელოვნება (1980, ლენინგრადი), საქართველოს სსრ სახვ. ხელოვნება (1987, მოსკოვი), სპორტი ქართულ სახვით ხელოვნებაში (1999, თბილისი) და სხვ. კ-ის ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, ზესტაფონისა და ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში.