კიკნაძე ალექსანდრე ბიჭიკოს ძე (დ. 24. II. 1969, სოფ. წითელხევი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი), ბრიგადის გენერალი (2019), დაამთავრა ქ. სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი სამხ.-პოლიტ. სასწავლებელი (1991), უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემია (2002), აშშ „არმიის ომის კოლეჯის“ კურსი (2018). 1991-იდან ეკავა სხვადასხვა სამეთაურო და ადმ. თანამდებობა საქართ. ეროვნ. გვარდიაში, საქართვ. შსს შინაგან ჯარებში, საქართვ. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღ. ძალებში. 2004–05 იყო სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის მეთაური ცხინვალის რეგიონში, 2005–06 – ეროვნ. სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური, 2005 – საქართვ. შეიარაღ. ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, 2007–08 – III ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე ერაყში, 2008–09 წვრთნებისა და სამხ. განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, 2009 – სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, 2009–10 – ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსი, 2010–11 წვრთნებისა და სამხ. განათლების სარდლის მოადგილე. 2012–13, 2015–16 – ავღანეთში საქართვ. სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის მეთაური, 2013–15 – აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, 2018 – გენშტაბის პერსონალის დეპარტამენტის უფროსი. 2018–20 – საქართვ. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი. 2020-იდან – სამხედრო ატაშე შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის სამეფოებში.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2004), ღირსების ორდენით (2012) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2013).
ლ. დოლიძე