კიკნაძე ანზორ ლევანის ძე

ა. კიკნაძე

კიკნაძე ანზორ ლევანის ძე (26. III. 1934, სოფ. ბადიაური, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 6. IX. 1976, თბილისი), სპორტსმენი (ძიუდო). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (ტოკიო, 1964), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1964). ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 1964, 1965, 1966) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963–66). მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის მეორე (1967, 1968) და ორგზის მესამე (1965, 1967) პრიზიორი. სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961–65),საქართვ. ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959–62, 1964). პირველი საბჭოთა ევროპის ჩემპიონი ძიუდოში. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. 1979 იაპონიაში ჩატარდა მისი სახელობის ტურნირი.

საქართველოში 1985-იდან ტარდება მისი სახელობის ტურნირი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის.