კომახიძე დავით (დურსუნ) ხარიტონის ძე (8. V.1915, სოფ. აჭყვისთავი, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 2006, ბათუმი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1989), აჭარის არ დამს. ინჟინერი. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის არქიტექტურის ფაკ-ტი (1940). 1949–57 მუშაობდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთ. არქიტექტორის მოადგილედ, აჭარის კულტურის სამინისტროს მთ. ინჟინრად; 1957–62 – ბათუმის მთავარ არქიტექტორად; 1963–71 – აჭარის არ კომუნ. მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსად. 1962–91 იყო საქართვ. არქიტ. კავშირის აჭარის განყ-ბის, შემდეგ აჭარის ორგანიზაციის თავ-რე.
1971 კ-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით საქართვ. არქიტ. კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან შეიქმნა შემოქმედებითი საპროექტო სახელოსნო „აჭარარქპროექტი“, გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ში.
ლიტ.: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017.