კომახიძე როლანდ ახმედის ძე (30. VIII. 1954, სოფ. ზედა განთიადი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, – 20. VII. 2008, ბათუმი), ფილოლოგი (რუსისტი). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1966). 1971–74 სწავლობდა ბელგოროდის მ. ოლმინსკის სახ. პედ. ინ-ტში, 1974–1977 – ოდესის ი. მეჩნიკოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუს. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად, 1982-იდან – ბათუმის პედ. ინ-ტში რუს. ენისა და ლიტ-რის კათედრაზე; 1985- იდან იყო იმავე კათედრის გამგე, 2004-იდან – ბათუმის თავისუფალ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ინ-ტის რექტორი, 2006-იდან გარდაცვალებამდე – სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი კვლევის სფერო იყო კულტურათაშორისი კომუნიკაცია; ტექსტისა და თარგმანის პრობლემები; ტექსტის პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა; სამეცნ.-ტექ. ტერმინების ფორმირება; საშ. სკოლაში რუს. ენის სწავლების სპეციფიკა და სხვ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა.
2005 კ. აირჩიეს ქ. სანქტ-პეტერბურგის სახელმწ. უნ-ტის საპატიო პროფესორად.
თხზ.: О формировании научной терминологии, Одесса, 1980; Выражение результативности в русском и грузинском языках, Тб., 1990; Двухязычные словари в Грузии: история перспективы русского языка в двухязычных словарях, Магдебург, 2005 (თანაავტ.).