დოროთეოზ II, დ ო რ ო თ ე ო ს II, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1503–05; 1511–16. დ. II-მ ეკონომიკურად დაძაბუნებულ მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნა ფეოდალების მიერ მითვისებული სოფლები, შეიძინა ახ. მამულები;
კახეთისა და ქართლის მეფეებს ახ. სიგელებით დაამტკიცებინა (1503–05) და გადასახადებისაგან გაათავისუფლებინა საპატრიარქოს მამულები.
წყარო: ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1948.
ბ. ლომინაძე