კიკნაძე გრიგოლ სიმონის ძე (17. II. 1897, ხარაგაული, – 24. III. 1978, თბილისი), სარკინიგზო ტრანსპორტის სპეციალისტი. 1932 დაამთავრა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტთან არსებული მიმოსვლის გზების ინჟინერთა კურსები. კ-ს ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა ამიერკავკ. რკინიგზაზე, იყო ამიერკავკ. რკინიგზის უფროსი (1938). მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მნიშვნელოვანი უბნების ელექტრიფიკაციისა და სამგზავრო მეურნეობაში. ახ. ტექნიკისა და ტექნოლ. დანერგვის სამუშაოები. მონაწილეობდა II მსოფლიო (1939–45) ომში. 1941–42 იყო ამიერკავკ. ფრონტის სამხ. საბჭოს წევრი. 1947–54 – საქ. კპ ცკ-ის წევრი. 1954–70 ხელმძღვანელობდა საქართვ. სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვას. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და სახ. ჯილდოებით.