დოროთეოზ III

დოროთეოზ III, დოროთეოს III, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1589 – XVI ს. დასასრული, სიმონ I -ის მეფობის პერიოდში.

დ. III-მ სოფ. ნიტრიაში (ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი) ააშენა საძვალე მონასტერი. მშენებლობაში მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართლის მეფეები სიმონ I, გიორდოქიგი X და კახეთის მეფე ლევანი.

ცნობილია დ. III-ის მიერ დაწერილი გუჯარი, სადაც აღწერილია ნიტრიის მონასტრის მშენებლობის ამბავი. გუჯარი მნიშვნელოვან მასალას იძლევა საქართველოს ეკონ., პოლიტ. და მატერ. კულტურის შესასწავლად.

 

ბ. ლომინაძე