კიკნაძე კონსტანტინე ფარნაოზის ძე

კ. კიკნაძე
 ფასანაური 1965 

კიკნაძე კონსტანტინე ფარნაოზის ძე (12. VI. 1911, ქუთაისი, – 16. II. 1981, თბილისი), მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამს. მოღვაწე (1969). დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1935). სწავლობდა მ. თოიძის კლასში. მუშაობდა ფერწერის დარგში. კ. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზ. მოღვაწეობას. იყო ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი და პედაგოგი (1946–73). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.