კიკნაძე ოთარ ივანეს ძე (16. I. 1928, ხარაგაული, – 25. II. 1980, მოსკოვი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1979), სამხედრო სამრეწვ.- სამშენებლო სამმართველოს ინჟინერი, უფროსის მოადგილე, უფროსი. 1956–80 ხელმძღვანელობდა საბჭოთა საიდუმლო სამხ. ობიექტებისა და რაკეტოდრომების მშენებლობას. რსფსრ დამს. მშენებელი (1976). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1978).