კიკნუმი, ანტიკური ქალაქი კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. რიონის ჩრდილოეთით, ისტ. ქალაქებს – ფასისსა და დიოსკურიას შორის. დააარსეს ბერძენმა ვაჭრებმა. მოხსენიებულია რომაელი ავტორის, პომპონიუს მელას (ახ. წ. I ს.) „ქვეყნის აღწერილობაში“. პლინიუს უფროსი (ახ. წ. I ს.) ასახელებს კოლხეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კ ის მსგავსი სახელწოდების ორ ქალაქს, ერთს – ქ. ფასისის, მეორეს კი – ქ. სებასტოპოლისის მახლობლად. ზოგი მკვლევარი კ ს გიენოსთან აიგივებს.
ლიტ.: Инадзе М. П., Причерноморские города древней Колхиды, Тб., 1968.
მ. ინაძე