კილასონია გერმანე ვლადიმერის ძე

კილასონია გერმანე ვლადიმერის ძე [4 (17). VIII. 1913, ფოთი, – 8. X. 1969, სოფ. განთიადი, გაგრის რ-ნი (ამჟ. მუნიპალიტეტი)], საბჭოთა კავშირის გმირი (29. VI. 1945), მაიორი. დაამთავრა ოდესის სამხ. საფრენოსნო სკოლა (1937). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ბრძოლებში. 1942 აპრილში დაინიშნა ესკადრილიის მეთაურად. იბრძოდა ვორონეჟის ფრონტზე, ასევე უკრაინისა და კიევის განთავისუფლებისათვის. შესრულებული აქვს 159 საბრძოლო გაფრენა. 1946-იდან გავიდა თადარიგში. ცხოვრობდა აფხაზეთში. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით და სხვა სახელმწ. ჯილდოებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი