დორტელი დასკოლი

დორტელი დასკოლი (Dortelli d’Ascoli) ემიდიო, XVII ს. დომინიკელთა ორდენის იტალიელი ბერი. 1624–34 დომინიკელთა მისიის პრეფექტი იყო კაფისა და ყირიმის თათრებთან. მას ეკუთვნის შავიზღვისპირეთის თათრებისა და ჩერქეზეთის დაწვრილებითი აღწერილობა, აგრეთვე სამეგრელოს მოკლე მიმოხილვა.

ლიტ.: П о л и е в к т о в  М. А., Европейские путешественники ХIII–ХVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935.

ბ. გიორგაძე