კილასონია გურამ კონსტანტინეს ძე (22. IX. 1936, სოფ. ნოსირი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 1. VI. 2014, იქვე), სწავლული აგრონომი. სოფლის მეურნ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2004), საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2004), საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (2001), მოსკ. აგრ. განათლების საერთაშ. აკად. აკადემიკოსი (2001) აფხ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1998). 1961 სოხუმში დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტი (2003–10 – საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის სახელმწ. უნ-ტი). 1991–93 იყო ამავე ინ-ტის სოფ. ეშერის სასწ.- საცდელი მეურნეობის დირექტორი, 1995–97 – ინ-ტის პრორექტორი სასწ. დარგში, 1998–2005 – რექტორი.
კ. იკვლევდა სხვადასხვა სუბტროპ. კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის საკითხებს, შეისწავლა ბამბუკის კულტურის ინტენს. ტექნოლოგიის მეცნ. საფუძვლები კოლხეთის დაბლობის პირობებში და სხვ. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა (მ. შ. 2 მონოგრაფია), აქვს 5 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2001).
თხზ.: სუბტროპიკული კულტურები, ქუთ., 2003.