კილასონია ნაზი გიორგის ასული (20. X. 1927, სოფ. აბისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 16. VIII. 1993, თბილისი), პოეტი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1954). იყო ჟურნ. „საქართველოს ქალის“ რედაქციის ლიტ-რისა და ხელოვნების განყ-ბის გამგე (1960- იდან). პირველი ლექსები 1952 გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივსა“ და გაზ. „ლიტერატურულ საქართველოში“, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1954. კ-ს პოეტური კრებულებია: „ჩემი თაობის ფრთები“ (1959), „ლექსები“ (1960, 1968, 1979), „ოქროს ფრინველი“ (1975), საბავშვო წიგნი „ხოტორა“ (1955), „100 ლექსი“ (2012) და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუს. ენაზე.