კილასონია ჯემალ ნიკოლოზის ძე

კილასონია ჯემალ ნიკოლოზის ძე (11. XI. 1938, თელავი, – 27. XI. 2017, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1996), საქართვ. ენერგეტიკის აკად. ნამდვილი წევრი (1995). 1962 დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი. მუშაობდა საქართვ. ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო სსრკ მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული ენერგეტიკული ნაგებობების სეისმომედეგობის კომისიის წევრი, 2012-იდან – სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართვ. ეროვნ. ასოციაციის წევრი. ეწეოდა პედ. საქმიანობას.

კ-ს სამეცნ. კვლევები მოიცავს ჰიდროენერგეტ. და სატრანსპ. მშენებლობის, ჰიდრავლიკისა და ჰიდროენერგეტიკის, საფრენი აპარატების, სამშ. მექანიკის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

თხზ.: ახალავსტრიული ხერხით გვირაბების მშენებლობის გეომექანიკური ასპექტები, თბ. 2010 (თანაავტ.: თ. ჭურაძე, გ. დათუკიშვილი).