კილაძე ალექსანდრე ივანეს ძე (20. IV. 1929, ბათუმი, – 22. II. 1999, თბილისი), სპორტსმენი (კალათბურთი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1962), საქართვ. დამს. მწვრთნელი (1978). დაამთავრა თსსი. თამაშობდა თბილ. „ტოდოსა“ (ოფიცერთა სახლის გუნდი, 1950–51) და „დინამოში“ (1949, 1952–64). სსრკ თასის მფლობელი (1951), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1962), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1953–54), სამგზის მეორე (1959–61) და მესამე (1952) პრიზიორი. 1964–66, 1969–70 იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა სსრკ თასის მფლობელი (1969), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1969) და მესამე (1965) პრიზიორი.
კილაძე გრიგოლ ბართლომეს ძე (25. . X. 1902, ქ . ბათუმი, – 3. VI. 1962, თბილისი), კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზ. მოღვაწე. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1941), სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1941, 1948). „ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორთა საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი (1922). 1927–29 სწავლობდა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) კონსერვატორიაში, 1931 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (პროფ. ს. ბარხუდარიანის კლასი). ამავე წლიდან იქვე გააგრძელა პედ. მოღვაწეობა (1941-იდან – პროფესორი). 1937-იდან იყო კომპოზიტორთა კავშირის თავ-რე, 1938–41 და 1945–53 – თბილ. კონსერვატორიის დირექტორი, 1941– 45 – თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვ., დირექტორი, დირიჟორი; 1950–62 – კონსერვ. საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი, თბილ. ფილარმონიის სიმფ. ორკესტრის მთ. დირიჟორი. კ. ავტორია ოპერების: „ბახტრიონი“ (1936), „ლადო კეცხოველი“ (1940, დაიდგა 1941); ბალეტისა – „სინათლე“ (1947, სტალინური პრემია, 1948), 2 სიმფონიის (1944, 1955), 2 სიუიტის, მ. შ. ცნობილი „ქართული სიუიტის“ (1925, 1928), სიმფ. პოემა „განდეგილის“ (1937, სტალინური პრემია 1941). კ-მ მუსიკალურად გააფორმა კინოფილმები: „უკანასკნელი მასკარადი“, „არსენა“ (1934, 1937, ორივეს რეჟ. მ . ჭიაურელი), „ფრთოსანი მღებავი“ (1937, რეჟ. ლ . ესაკია) და სხვ.