კილაძე ლევან იოსების ძე (10. VI.1934, თბილისი, – 12. I. 2002, იქვე), არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (1983). საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1959). ინ-ტის დამთავრების შემდეგ, 1959–85, მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“ არქიტექტორად (1972-იდან – არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი), 1985-იდან – „საქვაჭროპროექტის“ დირექტორად. შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სპი-ის არქიტ. ფაკ-ტზე (1969–77). ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – საქართვ. მეცნ. აკად. იზოტოპების ლაბორატორია (1959); საქართვ. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი (1969, თანაავტ. ჯ. ძოწენიძე); საცხოვრ. სახლები შ. ნუცუბიძის ქუჩაზე (1969); ნევროლოგიის ინ-ტი 200– ადგილიანი სტაციონარით (1972, თანაავტორები: გ. ჭიაურელი, ი. მასხარაშვილი, ვ. ქართველიშვილი); კომპლექსი „მზიური“ მდ. ვერეს ხეობაში (1980, თანაავტორები: ი. მასხარაშვილი, გ. აბულაძე, ბ. ჩიგოგიძე); საბავშვო ბაღი ახლანდ. დ. აბაშიძის ქუჩაზე (1987, თანაავტორები: შ. ლომიძე, გ. ლექვინაძე, ა. უნანიანი); ინდივიდ. საცხოვრ. სახლები დაბა წყნეთში, ტაბახმელაში (1970) და სხვ.