კილაძე ლილე გრიგოლის ძე (13. IV. 1928, თბილისი, – 15. X. 1978, იქვე), დირიჟორი. საქართვ. სახ. არტისტი (1977). ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1979, გარდაცვალების შემდეგ). სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიის ჩელოსა (1945–50) და სადირიჟორო (1950–55, ხელმძღვ. ა. გაუკი) კლასებში. 1954–57 მუშაობდა ქ. სარატოვის ოპერისა და ფილარმონიის სიმფ. ორკესტრების დირიჟორად. 1959-იდან იყო საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სიმფ. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი. ორკესტრთან ერთად სისტემატურად მართავდა კონცერტებს და პროპაგანდას უწევდა ქართ. მუსიკას. კ. იყო მრავალი ქართვ. კომპოზიტორის (შ. მშველიძე, რ. გაბიჩვაძე, ს. ნასიძე, ს. ცინცაძე, ო. თაქთაქიშვილი და სხვ.) ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი. მისი დირიჟორობით საქართველოში პირველად შესრულდა ი. ჰაიდნის ორატორია „წელიწადის დრონი“, ა. ბრუკნერის მე-6 სიმფონია, პ. ჰინდემითის სიმფონია „მხატვარი მატისი“ და სხვ.