კილაძე მერაბ არჩილის ძე (დ. 2.VIII.1957, ბათუმი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (2000). 1980 დაამთავრა თსსი; 1984–96 მუშაობდა ქირურგ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1996–2003 ხელმძღვანელობდა II ქირურგ. კლინიკას; 1987–88 მუშაობდა მეიოს (როჩესტერი, აშშ) კლინიკაში, 1988–92 – ტოკიოს (იაპონია) ეროვნ. ონკოლოგიურ ცენტრში; მიუნხენის უნ-ტის ქირურგ. კლინიკაში (გერმანია) 1988–92 მოსკოვის ქირურგიის საკავშირო სამეცნ. ცენტრში, 2000–05 – ვიურცბურგის და ფრანკფურტის (გერმანია) უნ-ტის ქირურგ. კლინიკებში. 2003–11 იყო ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნ. სამედ. ცენტრის ქირურგ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2011–21 – საქართვ.-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ქირურგ. სამსახურის უფროსი. 2021-იდან ხელმძღვანელობს თბილ. „ამერიკულ ჰოსპიტალში“ ქირურგ. დეპარტამენტს.
1995-იდან არის თსუ-ის პროფესორი. 2006-იდან კლინ. ქირურგიის კათედრის გამგე. 2016–17 იყო გ. მუხაძის სახ. საქართვ. ქირურგთა საზ-ბის თავ-რე, არის ამერიკისა და ქირურგთა საერთაშ. კოლეგიების, ევროპის ქირურგთა და ონკოლოგთა საზ-ბების და რუსეთის ქირურგთა ასოციაციის წევრი.
კ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. 3 მონოგრაფიის ავტორი, რ-ებიც ეხება ონკოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, მიკროქირურგიისა და ტრანსპლანტოლოგიის აქტუალურ საკითხებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2001), არის ბათუმის საპატიო მოქალაქე (2014).