კილაძე ნანა ვალერიანის ასული

კილაძე ნანა ვალერიანის ასული (3. V. 1943, ქუთაისი, – 13. VII. 2020, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1980), პროფესორი (1981). 1965 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი არაბ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ამავე ფაკ-ტის სემიტოლოგიის კათედრაზე. იკვლევდა შუა საუკუნეების აღმოსავლურ ფილოს. ლექსიკას (ამ მიზნით თანამშრომლობდა მ. მამარდაშვილთან), ამავე პერიოდის არაბ. ძეგლს „მიზეზთა წიგნს“, თარგმნიდა არაბული პოეზიის ნიმუშებს. თანამშრომლოდა კემბრიჯის უნ-ტთან, პროფ. ვ. ლოუსთან.

თხზ.: სქოლასტიკა არაბულენოვან ფილოსოფიაში, წგ.: შუა საუკუნეების ფილოსოფიის პრობლემები, ნაწ. 2, თბ., 1984 (თანაავტორი ვ. კილაძე); არაბული პოეზიის ნიმუშები, თბ., 1985; Философская лексика средневекового Востока Тб., 1980.