კილოსანიძე მიხეილ დიმიტრის ძე (15. VI. 1878, თბილისი, – 17. III. 1932, იქვე), ბავშვთა ქირურგი, ბავშვთა ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში.
1902 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი; 1927-იდან მუშაობდა თბილ. სახელმწ. უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ბავშვთა სნეულებათა კათედრაზე; პარალელურად – ბავშვთა ქირურგიის განყ-ბის გამგედ; პირველმა დანერგა საქართველოში მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ოპერაციული და კონსერვატიული მკურნალობის მეთოდები და ბავშვებში თიაქარკვეთის ორიგინ. ოპერაციული ტექნიკა.