კინასოშვილი რობერტ სიმონის ძე

კინასოშვილი რობერტ სიმონის ძე (1899, მოზდოკი, – 25. IV. 1964, მოსკოვი), მეცნიერი საავიაციო ძრავების დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1960). 1924 დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტი, 1930 – მოსკოვის საავიაციო ინ-ტი. 1934-იდან მუშაობდა საავიაციო ძრავების ცენტრ. ინ-ტში („ЦИАМ“) დირექტორის მოადგილედ. ლითონთა დინამიკური სიმტკიცის გამოკვლევებისათვის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად 1949 მიენიჭა სტალინური პრემია. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას მოსკოვში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Элементарный курс сопротивления материалов, М., 1941.