კინდღი, სოფელი აფხაზეთის არ-ის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ახივაა, ლეფონა). ზ. დ. 40 მ, ოჩამჩირიდან 20 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ.
კ-ში კლიმატი ნოტიო, ზღვისპირა სუბტროპიკულია. ზამთარი რბილი, უთოვლო, იანვრის საშ. ტემპ-რა 5 0C; ზაფხული – Tbili, აგვ. საშ. ტემპ-რა 23 0C. ნალექების საშ. წლ. რაოდენობა 1000–1200 მმ, ტენიანობა 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2100 სთ. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა, ჰიპერთერმული (73 0C) ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიან-კალციუმიანი ტუტე რეაქციის (pH–7,6) მინერ. წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,6–1,9 გ/ლ. დებიტი დღე-ღამეში 2 მლნ. ლ. კ-ში ამოდის 100 0C-ზე მეტი ტემპერატურის ჰიპერთერმული გეიზერები, სამკურნალო ტალახი კი სახსრებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სამკურნალოდ გამოიყენება.
კ. ამჟამად ოკუპირეულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ტ. 2, თბ., 2015.