კინემატოგრაფი [ბერძნ. κινημ (kinēma) – მოძრაობა, γραφω (graphō) – ვწერ, გამოვსახავ; ანუ „მოძრაობის ჩაწერა“)], მოწყობილობებისა და მეთოდების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს შავ-თეთრი ან ფერადი მოძრავი გამოსახულებების ჩაწერასა და ეკრანზე პროეცირებას. სახელწოდება მომდინარეობს ფრანგი გამომგონებლების, ძმები ლ. და პ. ლიუმიერების მიერ შექმნილი ამავე დასახელების (ფრანგ. cinématographe – სინემატოგრაფი) აპარატიდან, რ-მაც სათავე დაუდო ამ ტექნოლოგიის კომერციულ გამოყენებას (1895 წ. 28 დეკემბერს პარიზში შედგა პირველი ფასიანი კინოსეანსი). ტერმინ კ-ს ხშირად ხმარობენ ამ ტექნოლოგიის საფუძველზე აღმოცენებული სანახაობითი ხელოვნების აღსანიშნავად (იხ. აგრეთვე კინოხელოვნება).