კონდრატენკო რომან ისიდორეს ძე [30. IX (12. X) 1857, თბილისი, – 2 (15). XII. 1904, პორტ-არტური, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1904, გარდ. შემდეგ); სამხ. ინჟინერი. პორტ-არტურის დაცვის გმირი. 1877 დაამთავრა ნიკოლოზის საინჟ. სასწავლებელი, 1882 – საინჟ. აკადემია, 1886 გენშტაბის აკადემია. ამავე წელს დანიშნეს გილენის სამხ. ოლქში, სადაც ეკავა სხვადასხვა სამხ. თანამდებობა. 1901 მიიღო გენ.-მაიორის წოდება. მსახურობდა სამხ. ინჟინრად ბათუმში. 1903-იდან იყო აღმ. ციმბირის მე-7 მსროლელი ბრიგადის, ხოლო 1904-იდან – მის ბაზაზე შექმნილი დივიზიის მეთაური. კ-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა შეიარაღების ახალი სახეები: ხელყუმბარა, ნაღმსატყორცნი, ელექტროდენიანი მავთულ-ღობურები და სხვ. რუს.-იაპ. (1904–05) ომის დროს იყო პორტ-არტურის ციხესიმაგრის სახმელეთო ფრონტის დაცვის უფროსი. დაიღუპა საარტ. დაბომბვის დროს.
დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლ. დოლიძე