კინტრაია პალიკო იასონის ძე (8.XII.1933, თბილისი, – 28.X. 2019, იქვე), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1976), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). ჯანდაცვის სამინისტროს მთ. მეან-გინეკოლოგი (1976–87).
1958 დაამთავრა თსსი. 1976–2006 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე; 1980– 2002 – პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინ-ტის დირექტორი; 2002–19 – კ. ჩაჩავას კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე.
კ. იკვლევდა ნაყოფისა და ახალშობილის დაავადებათა პათოგენეზს, ადაპტაციის ცენტრ. სარეგულაციო მექანიზმებს, ტკივილის პრობლემებს, გარე ფაქტორების გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფის ნეიროპეპტიდების როლს სამშობიარო მექანიზმის აღძვრაზე და სხვ. 1981 აირჩიეს უნგრეთის მეანობა-გინეკოლოგთა სამეცნ. საზ-ბის საპატიო წევრად, 1990 – ევროპის მეანობა- გინეკოლოგთა ასოციაციის წევრად. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998) და სხვა სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ნაყოფის კრანიო-ცერებრალური ჰოპითერმია თბ.,1973 (თანაავტორები: კ. ჩაჩავა, ა.ზირაქაძე); Нарушения мозгового кровообращения у плода и новорожденного, Тб., 1988.