„კინტრიშიჰესი“ (შპს), მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდ. კინტრიშზე. ექსპლუატაციაში შევიდა 2017. სიმძლავრეა 5,5 მეგვტ. გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენს (მლნ. კვტ.სთ): 2019 წ. – 28,6; 2020 წ. – 24,9; 2021 წ. – 31,2. მისი მფლობელია ესტონური კომპანია შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, რ-ის ინვესტიციებითაც აშენდა ეს ჰესი. „კ.“ ჩართულია ქვეყნის ერთიან ელექტროსისტემაში.
დ. ჩომახიძე